პოლიტიკა
ტოვებენ თუ არა წყალტუბოში "ევროპულ საქართველოს" წევრები
გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპული საქართველოს" წყალტუბოს შტაბის მენეჯერმა გოჩა ჩაკვეტაძემ პარტიის შტაბი დატოვა. ამის მიზეზად ის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ ევროპული საქართველოს მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას ასახელებს. გოჩა ჩაკვეტაძე თავის თანამოაზრეებსა და მეგობრებს მოუწოდებს მხარი არა ნაციონალურ მოძრაობაზე მხარდაჭრილ ევროპულ საქართველოს, არამედ ქართულ ოცნებას დაუჭირონ.

"როდესაც გაკეთდა ვეროპული საქართველოს მხრიდან განცხადება, რომ ისინი მხარს უჭრენ ნაციონალურ მოძრაობასა და მიშა სააკაშვილის მოსვლას ხელისუფლებაში ამის შემდეგ ჩემი და ევროპული საქართველოს პოლიტიკური ვექტორები გაიყო. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ამ ხალხის მიმართ, რომლებთანაც მქონდა გარკვეული პოლიტიკური მეგობრობა მე ვერაფრით დავდგებოდი იმ ადამიანის გვერდში ვისაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილი და რომლის პარტიასაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა. მე არ მქონდა არანაირი მორალური უფლება, რომ ეს ბრძოლა მათ გვერდით გამეგრძელებინა. იმ თანამებრძოლებს, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან 2011 წლის შემდეგ და ჩვენ გაგვაჩნია საერთო პოლიტიკური ფასეულობები, ასევე, რომლებსაც ჩემი სჯერათ და ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდში იყვნენ მოვუწოდებ, რომ დავუსვათ წერტილი ნაციონალური მოძრაობის სახელმწიფო სათავეში მოსვლას და კიდევ ერთხელ არ დავუშვათ ის შეცდომა, რომელიც მიგვიყვანს სავალალო მდგომარეობამდე. დავდგეთ ქართული ოცნების გვერდით, რომელიც დარწმუნებული ვარ გაითვალისწინებს ყველა იმ ხარვეზს, რაც მოხდა ამ ბოლო 6 წლის განმავლობაში და ქვეყანას წაიყვანს სწორი პოლიტიკური და ეკონოიკური მიმართულებით" - განაცხადა გოჩა ჩაკვეტაძემ.

საპირისპიროს აცხადებენ "ევროპულ საქართველოში".  წყალტუბოში პარტიის წევრი სევერიან გორდულაძე აცხადებს, რომ გოჩა ჩაკვეტაძე პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. 

"ინფორმაცია რომელიც გავრცელდა, სიცრუეა რადგან ეს ადამიანი არასდროს არ ყოფილა ევროპული საქართველოს პარტიის წევრი მითუმეტეს ,,შტაბის მენეჯერი"."- აცხადებს გორდულაძე.
| Print |