“ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ახალი კორპუსი გაიხსნა.
2400 მ2–ზე განთავსებული ორსართულიანი სამედიცონო კორპუსი ოთხი განყოფილებისაგან შედგება და ის 100 პაციენტზეა გათვლილი.
როგორც ცენტრში აცხადებენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობა ადაპტირებულია. ბენეფიციარების უსაფრთხოებისათვის, პერიმეტრზე ვიდეოკონტროლი მიმდინარეობს. სტაციონარის ოთხივე განყოფილებაში ევროპული ტიპის სამზარეულოა მოწყობილი, რითაც ბენეფიციარებმა უნდა ისარგებლონ. ყველა პალატაში დამონტაჟებულია აუდიოგახმოვანების სისტემა, რომლის მეშვეობითაც პაციენტებს შეუძლიათ ფსიქოთერაპევტის მიერ შერჩეული სასიამოვნო მუსიკის მოსმენა. შენობაში ასევე ფუნქციონირებს: დაშვების სიტემა, სატელეფონო–კომპიუტერული ქსელი, ვიდეომონიტორინგი, და სახანძრო სიგნალიზაცია.
“ახალი სამედიცინო კორპუსი დაპროექტებულია ევროპული სტანდარტებს შესაბამისად და შეიძლება ითქვას, რომ მას საქართველოში ანალოგი არ ჰყავს,”-აცხადებენ ცენტრში.
ცენტრის ძველი კორპუსების რეაბილიტაციის დასრულება 2020 წლისათვის იგეგმება.