ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში საწარმოო
ტრამვა ერთი მუშამ მიიღო. შემთხვევა 29 ოქტომბერს მოხდა. მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, სკრეპერის მემანქანემ, 55 წლის ამირან გოგატიშვილმა სამუშაო პროცესის დროს მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა.
“მომხდარი ფაქტის დეტალების და საწარმო შემთხვევის წარმოშობის მიზეზების კვლევის პროცესში უკვე ჩართულები არიან საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში კი პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის და იურიდიული დეპარტამენტებიც.”- წერია პროფკავშირების განცხადებაში.