“ჩემ ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან
გამომდინარე, იძულებული ვარ დროებით შევაჩერო “იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს” ფუნქციონირება.”- აცხადებს ახალი ამბების სააგენტოს მფლობელი კოტე ცირეკიძე და მუშაობის შეჩერების მიზეზად სააგენტოს თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებზე მარალი თანამდებობის პირების მხრიდან მუქარაზე საუბრობს. ცირეკიძე კონკრეტულად იმერეთის გუბერნატორის მოდგილე გრიგოლ დალაქიშვილსა და ქუთაისის ვიცე-მერ გიორგი იობაშვილზე საუბრობს.
“ჩემ ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ დროებით შევაჩერო “იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს” ფუნქციონირება. ამის მიზეზი გახდა ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ ჩემ მიმართ ასევე, დედაჩემისა და სააგენტოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული პირდაპირი, თუ ირიბი მუქარები. მანამ სანამ ეს ადამიანები რჩებიან თანამდებობებზე, საიდანაც შეწევთ ძალა, ზიანი მომაყენონ მე, ჩემი ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს, არ მაქვს მორალური უფლება სააგენტოს ფუნქციონირებისა,” – აცხადებს ცირეკიძე.
იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ გრიგოლ დალაქიშვილი ცირეკიძის განცხადებას სრულ აბსურდს უწოდებს. მუქარას არც მერიაში ადასტურებენ.