ცესკოს მონაცემებით, ტყიბულში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის
კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. მან ხმების 46,83 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზეა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. მან ტყიბულში ხმათა 35,82% მოაგროვა. “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს 8,41% აქვს, ხოლო შალვა ნათელაშვილს 2.92%.
ხმათა დანარჩენი რაოდენობა სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებზე გადანაწილდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვითაა ცნობილი.
2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 518 877 შეადგინა.