ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ზესტაფონში
გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. მან 38,57 % მოაგროვა, სალომე ზურაბიშვილმა 35,52 % მიიღო, დავით ბაქრაძეს 16.22% აქვს, შალვა ნათელაშვილმა კი 3,85% მიიღო.
ქვეყნის მასშტაბით, საერთო შედეგებით 50 პროცენტიან ბარიერს ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ლახავს. სალომე ზურაბიშვილმა 38,66 % მოაგროვა, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,7%. შესაბამისად, მეორე ტურის გამართვა მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, რომ ეს პრეზიდენტის ბოლო არჩევნები იყო და პრეზიდენტის არჩევა 6 წლით მოხდება. 2024 წლიდან კი გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.