“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”
მიმდინარე არჩევნებზე 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა.
“ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 4 საჩივარი. თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება” – წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუთაისის #59 ოლქის, #21 უბანზე გადასატანი ყუთის 1 ბიულეტენი დაიკარგა .