ქუთაისის #112 უბანზე გადასატანი
ყუთის სიაში რეგისტრირებული იყო 4 პირი. გადასატანს ყუთის უბნიდან გატანისას კომისიის წევრებმა ყუთთან ერთად წაიღეს 5 ბიულეტენი. გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 3-მა ადამიანმა და უბანზე დაბრუნებულ იქნა 1 ბიულეტენით ნაკლები, ვიდრე უნდა დაბრუნებულიყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა.
“საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. ამ ეტაპისთვის ძირითადად ფიქსირდება პროცედურული დარღვევები. ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 39 საჩივარი უბანზე, 29 ოლქში და დააფიქსირეს 21 შენიშვნა.”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.