გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის
კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი ქუთაისში დააფიქსირა. ვაშაძემ ხმა 22-ე საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებმა ამ დროისათვის ბევრი დარღვევა დააფიქსირეს. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” გაყალბებისთვის მომზადებული იყო.
“უკვე უამრავი საჩივარი და შენიშვნებია. მომზადებული იყვნენ გაყალბებისთვის. მინდა ამომრჩევლებს მივმართო და მოვუწოდო უბნებზე მისვლისაკენ. მე ველოდები ჩვენს გამარჯვებას, ეს იქნება პირველ თუ მეორე ტურში ამომრჩეველი გადაწყვეტს,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქში 124 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეები არჩევანს 25 კანდიდატს შორის გააკეთებენ.