სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე. უთანხმოება “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიგა შუშანიასა და “ყოფილი პოლიტმატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” წევრ დავით ზივზივაძეს შორის დაიწყო.
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, მათმა წარმომადგენელმა უბანზე კადრები გადაიღო, რომელშიც ჩანდა როგორ გადის უბნიდან კომისიის თავმჯდომარე და მობილიზებულ “ქართული ოცნების” აქტივისტებს აბარებს ანგარიშსს თუ ვინ მივიდა უბანზე წინასწარ შედგენილი სიებიდან.
“ოცნების აქტივისტები” ახდენენ ზეწოლას ამომრჩეველზე. მოვიდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ არ გვქონდა გდაღების უფლება, რაზეც მოხდა დაპირისპირება,”-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მომხდარს “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციად აფასებს დავით ზივზივაძე.
“ვიდეოჩანაწერები გვანახეთ-მეთქი და არ გაჩვენეს. ეს არის პროვოკაცია.
ქუთაისშუ სულ 124 უბანია გახსნილი.