ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის
გაჭიანურება პარტია “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელმა გოგი წულაიამ გააპროტესტა. ადგილზე მისულ პარტიის წევრებსა და ჟურნალისტებს სამუშაოები აქტიურ ფაზაში არ დახვდათ, თუმცა, სამუშაოები გოგი წულაიას პერფორმანსის შემდეგ განახლდა. ადგილზე სადაც პარტიის წარმომადგენელი ინტერვიუს აძლევდა, სატვირთო ავტომობილიდან ქვა-ღორღის ჩამოცალეს. აღნიშნული ფაქტი პარტიის წევრებმა პერფორმანსის ჩაშლის მცდელობად შეაფასეს.
“ამ წუთას რაც ჩაიდინეს, ეს არის მარაზმი,”-განაცხადა გოგი წულაიამ.