ქუთაისის მერიამ ბუხაიძის ქუჩა #24-ის მიმდებარედ ხეების
ჭრის ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ასევე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო იქ არსებული მიმდინარე მშენებლობის პროექტის შესაბამისობის შემოწმებაც.
“იმ შემთხვევაში თუ დადგინდება რაიმე სამართალდარღვევა, როგორც მწვანე ნარგავების განზრახ დაზიანებისა ან მშენებლობის მიმდინარეობის ფაქტზე, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.