ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე მე-6 სხდომა გამართა.
სხდომაზე დეპუტატებმა ორი საკითხი განიხილეს.
ქუთაისის მერია რეგიონალური განვითარების ფონდიდან თანხას მიიღებს, რაც ჯამში 25 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მწერალთა სახლის შენობის ადგილზე შპს “მ2 ქუთაისი”-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში, სასტუმროსა და საოფისე შენობის მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმას.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხები საავტომობილო გზებისა და ქუჩების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.