საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებს იმერეთის 5 ოლქში დააკვირდება.
60-მდე დამკვირვებელი ქუთაისში, ბაღდათში, თერჯოლაში, წყალტუბოსა და ხონში გადანაწილდება.
საიამ საარჩევნო პროცესების მონიტორინგი 1-ლი აგვისტოდან დაიწყო. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას პრობლემურსა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე ოლქებს დაუთმობს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამოწვევად საია პრეზიდენტის პირდაპირი წესით ბოლოჯერ არჩევის შესაძლებლობას მიიჩნევს. ასევე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საზოგადოება არ არის მზად იმ ფაქტისათვის, რომ მმართველ გუნდს არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა არ ჰყავს.