ქუთაისის საკრებულომ ცენტრალურ მოედანზე, ყოფილი ეთნოგრაფიული

მუზეუმის შენობასთან მდებარე მიწის ნაკვეთი ქონების მართვის სააგენტოს გადასცა. საკითხს მხარი დეპუტატებმა რიგგარეშე მეხუთე სხდომაზე დაუჭირეს.

“განიხილებოდა ერთი საკითხი, ეს ეხებოდა აღმაშენებლის მოედანზე არსებულ გამწვანების ზოლს. ეს ზოლი გადაეცემა ქონების მართვის სააგენტოს. აღნიშნულ მიწაზე და შენობაზე იგეგმება ინვესტიცია, რომელიც გულისხმობს სასტუმროს აშენებას, სადაც დასაქმდება 50 ადამიანი და განხორციელდება 10 მილიონის ინვესტიცია. ეს იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისათვის და ტურიზმისთვის,”-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს წევრი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. გიგა შუშანია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ქუთაისში არსებული ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის კოკა-კოლას მფლობელის, ბიზნესმენ თემურ ჭყონიასათვის გადაცემას აპირებს. როგორც შუშანია განმარტავს, აღნიშნული შენობის გადაცემას ბიზნესმენი ერთი წელია ითხოვს, თუმცა, მან თანხმობა მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიისათვის კომპანიის დირექტორმა თანხა გადაურიცხა.”ძალა ერთობაშია”-ს წევრი განმარტავს, რომ ბიზნესმენებს შენობებს საარჩევნო ყულაბების შევსების სანაცვლოდ არ უნდა აძლევდნენ.  

ყოფილი მუზეუმის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ხოლო მასთან არსებული მიწის ნაკვეთი ქონების მართვის სააგენტოსთვის გადაცემამდე ადგილობრივ თვითმმართველობას ეკუთვნოდა.

აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირების ფონზე დამტკიცდა.

ნაცემი ნაციონალი დეპუტატი-რატომ დაიწყო დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში

ოცნების დეპუტატი: “ძალადობა არ ყოფილა, გამოწვევა იყო”

“მინდა მივმართო საზოგადოებას და მოვუხადო ბოდიში”

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

“თვითონ გაიყვანა უკლებამ საღინაძე გარეთ და ხელი პირველმა მოიქნია”


” იდეების, ღირებულებების შეჯიბრებაში შეგეჯიბრებით, ძალადობაში ვერ ჩაგვითრევთ”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *