შინაგან საქმეთა სამინისტრომ
ქუთაისში, მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსა და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.” – აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება დღეს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე მოხდა. აღნიშნულის გამო საზოგადოებას ბოდიში მედიისათვის გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამაც მოუხადა.