პოლიტიკა
"ქუთაისის საქველმოქმედო ფონდის" საქმიანობის შესასწავლად აუდიტის სამსახურს მიმართავენ
"ქუთაისის საქველმოქმედო ფონდის" საქმიანობის შესასწავლად აუდიტის სამსახურის მიმართავენ. ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" სახელით განცხადება გიგა შუშანიამ გააკეთა. შუშანია საია-სა და "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფონდის საქმიანობით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.




"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შემდეგ წინასაარჩევნო პერიოდტან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა "სამართლიანმა არჩევნებმა" გამოაქვეყნა. სადაც ორივე ავტორიტეტული ორგანიზაცია ადასტურებს, რომ ქუთაისის მერმა თანამშრომლების პირად ანგარიშებზე ისეთ პირებს მისცა წვდომა, რომლებსაც კანონით ამის საშუალება არ ჰქონდათ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს ამ საქმის შესწავლა",- განაცხადა გიგა შუაშიამ.

"საქველმოქმედო ფონდი ქუთაისის" საქმინობით არასამთავრობო ორგანიზაციები მას შემდეგ დანტერესდნენ, რაც ფონდის შექმნა ოპოზიციურმა პარტიებმა გააპროტესტეს. საია-ს ქუთაისის ფილიაში რადიო "ძველ ქალაქს" გასულ თვეში განუცხადეს, რომ ააიპების თანამშრომლები ფონდში თანხებს წინასწარ დარიგებული თანხმობის განცხადებებით რცხავდნენ. 

"არსებობს გარკვეული ეჭვი თანხების გადარიცხვა ხდება ზეწოლით. ჩვენ ვესაუბრეთ ქუთაისის მერიის თანამშრომლებს და ისინი ნამდვილად ადასტურებენ იმას, რომ მათ გადასცეს წინასწარ მომზადებული განცხადება, რომლითაც ისინი მიმართავდნენ ქუთაისის მერს და ითხოვდნენ მათი ხელფასიდან ყოველთვიურად აღნიშნული ფონდის სასარგებლოდ გადაირიცხოს ერთი პროცენტი. შესაბამისად, სინამდვილეს არ შეესაბამება ის, რომ მათ ნებაყოფლობით მიმართეს მერს აღნიშნული განცხადებით. თანამშრომლები ასევე პირად საუბარში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერი "ზედამხედველობს" აღნიშნულ ფონდს და რეალურად ფონდი პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება",- განაცხადა რადიო "ძველ ქალაქთან" საუბარში საია-ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ზაალ გორგიძემ.


საის შემდეგ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის დოკუმენტში ცალკე თავი ფონდის საქმიანობას სამართლიანმა არჩევნებმა დაუთმო. ფონდის საქმიანობა ამ ანგარიშში, როგორც სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობადაა შეფასებული.

"20 ივლისს, ქუთაისის ადგილობრივი მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერია წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მოსყიდვის მიზნით, საქველმოქმედო ფონდის შექმნას ცდილობდა. ფონდის ხელმძღვანელი გახლდათ თამთა ბაკურაძე, რომელიც მერიის ა(ა)იპ "მადლიერების სახლის" დირექტორი და "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრია."- წერია ანგარიშში.

ორგანიზაციის ინფორმაციით,  გარკვეული პერიოდის შემდეგ ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ნაწილს ხელფასიდან 1% ისე ჩამოეჭრათ, რომ მათ გადარიცხვის ოპერაცია არ შეუსრულებიათ. ჩამოჭრის ოპერაცია შესრულდა ავტომატურად მათი ხელფასიდან, რისი განხორციელების შესაძლებლობაც გარეშე პირს არ უნდა ჰქონოდა.

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თამთა ბაკურაძესთან გასაუბრების მიზნით, "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი იმყოფებოდა ქუთაისის "მადლიერების სახლში". ორგანიზაციის დამკვირვებელს სახლის დირექტორთან ჰქონდა შემდეგი შეკითხვები: საიდან ჰქონდა საქველმოქმედო ფონდს ა(ა)იპ-ების თანამშრომლების ანგარიშებთან წვდომა და რამდენად კანონიერი იყო ავტომატურად ჩამოეჭრათ მათთვის ხელფასის 1%. ასევე დაინტერესდა რატომ იქმნებოდა ფონდი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ეს აჩენდა ეჭვებსა და შეკითხვებს დაინტერესებულ მხარეებში. თამთა ბაკურაძემ "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი განაცხადა " - წერია ანგარიშში.

ქუთაისის ვიცე მერი ნინო თვალთვაძე აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს და ფონდის შესახებ კითხვები მერიას არ ეხება. რაც შეეხება მერიის თანამშრომლების ანგარიშებიდან თანხების გადარიცხვას ამბობს, რომ ეს ნებაყოფლობითია. იძულების შესახებ კი მას ინფორმაცია არ აქვს.

"მერია მოპასუხე არაა ამ კითხვებზე იმიტომ, რომ მერა და ქალაქის მერი ამ ფონდის შემქმნელი არაა. ფონდს ჰყავს სამი დამფუძლებელი. ერთ-ერთი ნამდვილად არის ჩვენი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი, მაგრამ არა ერთადერთი. იყო შეთავაზება, რომ მომხდარიყო თანხების ცარიცხვა. ჩვენც ეს შეთავაზება გავაჟღერეთ თანამშრომლებთან. ნაწილი რიცხავს, ნაწილი არა. ვისაც სურვილი ჰქონდა რიცხავს, ვისაც არ აქვს - არა. იძულების შესახებ არცერთი ფაქტი არ გამიგია გარდა იმისა, რომ უბრალოდ ყოველგარი სახელისა და გვარის მითითების შესახებ ზედაპირულად კეთდება განცხადებები ყოველგვარი ფაქტობრივი დაასტურების გარეშე",- განაცხადა ნინო თვალთვაძემ. 

ფონდის ხელმძღვანელთან, თამთა ბაკურაძესთან დაკავშირება "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ვცადეთ.  მან პირველად პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, ხოლო შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

ფონდის ხელძღვანელთან დაკავშირება ოპოზციური გაერთიანების წარმომადგენლის ბრიფინგის შემდეგაც ვცადეთ, თუმცა ის ჩვენს სატაელეფონო ზარს ისევ არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ფონდი ოფიციალურად საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 7ივლისს დარეგისტრირდა. ფონდის საქმიანობა და შექმნა ოპოზიციურმა პარტიებმა გააპროტესტეს და მაშინ მას  "პარტიული ყულაბა" უწოდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები საქველმოქმდო ფონდის საქმიანობას ისევ სწავლობენ და მათ შესაძლოა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც დაემატოს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების
ფუნქციონირებისათვის
14:16 / 23.10.2019
2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის
ქუთაისში მუნიციპალური იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად
იზრდება.
14:00 / 23.10.2019
ქუთაისში მუნიციპალური იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 8 - 19 °C
img
ქუთაისი 11 - 24 °C
img
ბათუმი 14 - 20 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
"სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს"-აქციაზე ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები მივიდნენ
მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
12:55 / 25.09.2019