59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნეიტრალური წევრების შერჩევის ეტაპი დაასრულა.
multicat=75
არჩეული 730 წევრიდან 607 აქვს საარჩევნო გამოცდილება, მათ შორის 173 წევრი ფლობს საარჩევნო მოხელის, საარჩევნო განვითარების სკოლისა და საარჩევნო ადმინისტრატორის სერთიფიკატს.
“2018 წლის არჩევნებში ქუთაისის ოლქში 123 მოქალაქეს, მეტწილად ახალგაზრდებს, პირველად მიეცათ შანსი საარჩევნო პროცესში ჩაერთონ, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები,”-აცხადებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.