იმერეთის ახალი გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტებში საბჭოების შექმნის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნულ საბჭოებში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები გაწევრიანდებიან და საკუთარი მუნიციპალიტეტის მართვაში ჩაერთვებიან.
“მე გთავაზობთ საქმის კეთებას ერთად, გუნდურად, ხარისხიანად და მაღალი პასუხისმგებლობით,”-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
იმერეთის გუბერნატორის თქმით, რეგიონს სტრატეგიული განვითარების გეგმაც სჭირდება.
“რეგიონს სჭირდება სტრატეგიული განვითარების გეგმა. აუცილებელია ამ გეგმის შექმნაზე სამუშაო ჯგუფმა მალევე დაიწყოს მუშაობა,”-განაცხადა გუბერნატორმა.
იმერეთის ახალი გუბერნატორი 12-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. შავლეგო ტაბატაძე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგსაც დაიწყებს.