ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ,
აპირებს თუ არა ქუთაისის მერი ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის წარდგენას.
როგორც ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაში” განმარტავენ, ანგარიში საკრებულოში შესული იყო, თუმცა ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.
“გვაინტერესებს, 8 თვის ანგარიშს თუ მაინც წარადგენს მერი, თუ კიდევ გადაიწევს ვადები,”-აცხადებენ ოპოზიციონერი დეპუტატები.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკა ლატარიას განცხადებით, საკრებულოში ანგარიში შესულია და მისი წარდგენა, სავარაუდოდ, სექტემბერში მოხდება. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ანგარიში უფრო მოცულობითი იქნება.