ქუთაისის მიმდინარე წლის
ბიუჯეტში ცვლილებები შედის. რადიო “ძველი ქალაქის” ინფორმაციით, საბიუჯეტო თანხას დაახლოებით 2 მილიონ 800 ათასი ლარი უნდა დაემატოს. საკითხი ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა უკვე განიხილეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს 14:00 საათზე რგგარეშე მეოთხე სხდომას გამართავს. აღნიშნულ საკითხს დეპუტატები კენჭს უყრიან.
საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას რადიო “ძველი ქალაქი” სხდომის დასრულების შემდეგ მოგაწვდით.