ქუთაისში, გამარჯვების მუნიციპალიტეტის
მაჟორიტარმა დეპუტატმა ანგარიშის წარდგენისას სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მან 5 პუნქტიანი გეგმა წარადგინა. ხუთი პუნქტიდან პირველი მდინარე ოღასყურას კალაპოტის მოწესრიგებას უკავშირდება. მდინარის კაპალოტის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია. დარჩენილი 4 პუნქტი ასე გამოიყურება:
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მოწესრიგება გამსახურდიასა და ჯავახიშვილის ქუჩებზე,
საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია და დაზიანებული ფასადების აღდგენა,
სკვერებისა და ატრაქციონების მოწყობა აღმაშენებლის, გამსახურდიასა და ჯავახიშვილის ქუჩებზე,
სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ჩატარდება ჭავჭავაძის , მელიქიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე.
“ეს პრობლემები, ეს გამოწვევები უნდა მოწსერიგეს აუცილებლად, ვინაიდან ეს არის მოსახლეობის ინტერესი და ჩვენ უნდა ვემსახუროთ ხალხს.”- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.