პოლიტიკა
"შეუვარდე სვანებს სპეცრაზმით არის დანაშაული"
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია სვანეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. წულაია აცხადებს, რომ ხელისუფლება დაზიანებულ ხეებს არ უვლის, თუმცა, სვანეთის მოსახლეობას პროტესტის გამო სჯის.

"მუხნარის ტყე ხმება და ხელისუფლება არაფერს აკეთებს. წყალწითელას ხეობაში უამრავი ხეა გამხმარი, რომლის გაზრდასაც საუკუნეები სჭირდება. საირმეს ტყეში დაავადებულია ნაძვის ხეები. მსგავსი სიტუაციაა ბახმაროში, ლეჩხუმში, რაჭაში, თითქმის ყველგან,"-განაცხადა წულაიამ.

"თავისუფალ საქართველოში" აცხადებენ, რომ არსებული სიტუაციის ფონზე სვანებისათვის ხეების მოჭრის აკრძალვა დანაშაულია.

"ასეთ დროს შეუვარდე სვანებს სპეცრაზმით, რომლებსაც შვილების გადარჩენა უნდათ და მათთვის წამალს ყიდულობენ, არის დანაშაული. ეს იყო სვანების დაშინება, რომლებიც უწევენ წინააღმდეგობას იმ უაზრო, ქვეყნის გამჩანაგებელი ჰესების მშენებლობას,"-აცხადებს წულაია.

პარტიის წევრები განმარტავენ, რომ მიუხედავად მათი პროტესტისა, ხელისუფლება ტყეების გადასარჩენად არაფერს აკეთებს. გოგი წულაია მიიჩნევს, რომ გამოსავალი დაზიანებული ხეების დროული მოვლაა.



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია მოეწყობა.
11:32 / 17.06.2019
ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია მოეწყობა.
13:33 / 12.06.2019
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი საკრებულოში
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 19 - 33 °C
img
ქუთაისი 19 - 31 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019