“ქუთაისის მერმა ააიპების ადმინისტრაციაში დასაქმებულების ხელფასები მილიონი ლარით გაზარდა,”
-განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა გააკეთა. ირაკლი კიკვაძემ ქუთაისის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც, გიორგი ჭიღვარიას მერად არჩევისა და რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, ხელფასების რაოდენობა მერიის ააიპებში 1 03770 ლარით გაიზარდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს ააიპების ადმინისტრაციების სახელფასო ხარჯებმა 6 096080 ლარი შეადგინა, ხოლო 2018 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 7 133850 ლარს მიაღწია.
“ლეიბორისტულ პარტიაში” აცხადებენ, რომ ხელფასები მხოლოდ მერის უახლოეს გარემოცვაში მყოფ პირებსა და პარტიულ აქტივისტებს გაეზარდათ.
“ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული მატება მხოლოდ მერის უახლოეს გარემოცვასა და “ქართული ოცნების” პრივილეგირებულ წევრებზე მოდის. მრავლად გვხვდება ახალი სამსახურებიც ააიპებში, სადაც მერის გარემოცვა მუშაობს. ქუთაისის ბიუჯეტიდან პარტიული აქტივისტი ინახება. ჭიღვარიას ქმედება კი ბიუჯეტის ქურდობად შეიძლება შევაფასოდ. ქუთაისის მერი ბიუჯეტის ქურდად ჩამოყალიბდა,”-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
პარტიაში განმარტავენ, რომ მდგომარეობა მერიის შპს-ებშიც მძიმეა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ საჯაროვდება.
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში 11 ააიპია.
აღნიშნულზე ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.