ქუთაისის მერიის ააიპისა და ირაკლი კიკვაძის დაპირისპირებაზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგლის ირაკლი კიკვაძისა და ქუთაისის “ააიპ სპორტულ დაწესებულებათა” გაერთიანების საქმეს განიხილავს. კიკვაძე თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს და განმარტავს, რომ ის 2006 წლიდან “ლეიბორისტული პარტიის” წევრია და ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში 2015 წლიდან მუშაობდა. კიკვაძის თქმით, მას ახალი მერის დანიშვნამდე პრობლემა არ შექმნია. ირაკლი კიკვაძეს მიაჩნია, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
“დიდი იმედი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,”- აცხადებს ირაკლი კიკვაძემ.
საქმეს მოსამართლე დარინა აბულაძე განიხილავს.