პოლიტიკა
ქუთაისის მერიას ერთჯერადი დახმარებების ნაცნობობითა და შუამავლების მეშვეობით გაცემაში ადანაშაულებენ
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიას ერთჯერადი სოციალური დახმარებების ნაცნობობითა და შუამავლების მეშვეობით გაცემაში ადანაშაულებს. კიკვაძე მიიჩნევს, რომ რეალურად გაჭირვებული ადამიანები დახმარების გარეშე რჩებიან.

"გაჭირვებული ოჯახების მოკვლევა და დადგენა არ ხდება. იმისათვის, რომ მიიღო მერიიდან სოციალური დახმარება, უნდა გყავდეს ნაცნობი ან შუამავალი მერთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. ახალი წლის შემდეგ, ბიუჯეტიდან ათეულ ათასობით ლარია დახარჯული მერისა და მისი მოადგილეების მივლინებისათვის,"-განაცხადა კიკვაძემ.

ირაკლი კიკვაძის განმარტებით, მოქალაქე ლელა ჯანაშიამ ქუთაისის მერიას ორი თვის წინ მიმართა. ჯანაშია მერიისაგან მისი 8 წლის შვილის თბილისში ექიმთან ვიზიტისათვის 400 ლარამდე თანხას ითხოვდა. "ლეიბორისტული პარტიის" წევრი მიიჩნევს, რომ ჯანაშია იმ მოქალაქეთაგანია, რომელსაც მერიამ უარი "შერჩევითობის" პრინციპის საფუძველზე უთხრა.

"ვითხოვდი ერთჯერად დახმარებას. განცხადების შეტანის შემდეგ, ქუთაისის მერიიდან უარი მომივიდა. მიზეზად მეუღლის მკურნალობისათვის, დიალიზის შესაძენად, ყოველთვიურად სახელმწიფოსაგან და ადგილობრივი თვითმმართველობისაგან მგზავრობისათვის გამოყოფილი 100-100 ლარიანი დახმარებები დასახელდა. მითხრეს, რომ როდესაც თბილისიდან დავბრუნდებოდით, უკვე დანიშნული მედიკამენტების შეძენაში დამეხმარებოდნენ. მგზავრობისა და ექიმთან ვიზიტის საშუალება რომ მქონოდა, მერიას არ მივმართავდი,"-განაცხადა ლელა ჯანაშიამ.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ქუთაისის მერიიდან საჯარო ინფორმაციაც გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ახალი წლის შემდეგ, მერიის სარეზერვო ფონდიდან სოციალური დახმარება 654 განცხადებაზეა გაცემული. ირაკლი კიკვაძის თქმით, თანხა, რომელმაც ჯამში 130 000 ლარი შეადგინა, ნაცნობობითაა განაწილებული.

ლელა ჯანაშია ქუთაისის მერიაში განცხადების შეტანას კვლავ აპირებს.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
22:36 / 18.09.2019
"ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ფონდი "ქართუს" მხრიდან.
22:36 / 18.09.2019
"ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ფონდი "ქართუს" მხრიდან.
22:33 / 18.09.2019
"ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ფონდი "ქართუს" მხრიდან.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 29 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019