ღია მმართველობის პარტნიორობა – “OGP”
აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მათ 2011 წელს 8 ქვეყნის ინიციატივად დააფუძნეს. ინიციატივა მთავრობებისა და სახელისუფლებლო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები.
ღია მმართველობის პროგრამას მხარდაჭერას USAID-ი უცხადებს.ქუთაისი ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამაში შარშან წინ ჩაერთო. USAID-ის დემოკრატიის მმართველობის პროგრამის წარმომადგენელმა მიხეილ დარჩიაშვილმა განაცახადა, რომ ქუთაისის მერიამ პროგრამით აღებული ვალდებულებები შეასრულა.
“ქუთაისის ვალდებულებები წარმოადგენდა ქალაქის ბიუჯეტის პროგრამული ფორმით შემუშავებას და წარმატებით შერულდა. ასევე მომზადდა მოქალაქის გზამკვლევი ბიუჯეტთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდა სრული ინფორმაცია თუ რა ძირითადი პრიორიტეტებისაგან შედგება ადგილობრივი ბიუჯეტი. თუ როგორ იხარჯება საბიუჯეტო სახსრები. ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენდა ისეთი მექნაიზმების შექმნა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მისცემდა შესაძლებლობას ისინი ჩართული ყოფილიყვნენ ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში. ასევე ჰქონოდათ შესაძლებლობა ელექტრონულად დაკავშირებოდნენ მათ”, – განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.