ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ტროტუარები, რომლებიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა
რეაბილიტირდება და მიმდებარე ტერიტორია მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააკეთა.
,,უნებართვო გარევაჭრობა უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით აიკრძალა. ყველა გარემოვაჭრემ ალტერნატიული სამუშაო ფართი მიიღო და ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ არ დავუშვებთ უნებართვო გარევაჭრობას. ქალაქმა უნდა შეინარჩუნოს იერსახე. ტერიტორია უკვე დასუფთავდა. ამჯერად იმ ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლებიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა. ადგილზე ინფრასტრუქტურაც გაიმართება. სამუშაოები უკვე დაწყებულია,”-განაცხადა ქუთაისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ გარევაჭრობა ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში 1-ლი მარტიდან, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე 21 აპრილიდან აიკრძალა.