ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გაეროს ლტოლვილთა
უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებთან ერთად რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს ახორციელებს. შეხვედრების მიზანი ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მიმართ ცნობიერების ამაღლება. სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლები გუშინ ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციებია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელებს შეხვდნენ.
“თქვენ იცით, რომ საქართველოში არის 2 ათასამდე ლტოლვილია. საქართველო მაქსიმალურად ცდილობს, სტანდარტების მიხედვით, ყველა საერთაშორისო ვალდებულება რაც აღებულია, შესრულდეს. ვცდილობთ დევნილებს ყველა აუცილებელი პირობა შეუქმნას რაც სტანდარტებით გათვალისწინებულია.”- განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ქაჯაიამ.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქმიანობა საქართველოში მტკიცედ არის ჩართული ორგანიზაციის გლობალურ მანდატში, რომელიც ითვალისწინებს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვას და სახელმწიფოების ხელშეწყობას ამ ადამიანების პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის მიმართულებით. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჩართულობის მიზანია თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირების და მოქალაქეობის არ მქონე პირების უფლებების პატივისცემის და დაცვის უზრუნველყოფა, მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ადამიანთა უსაფრთხოების გაზრდა.