ქუთაისის მერიამ
ტროტუარზე ავტომობილის პარკირებისათვის საკუთარი თანამშრომელი დააჯარიმა.
“პირველ რიგში საჯარო მოხელე უნდა იცავდეს კანონებს. ბატონმა ზვიადმა ჩემთან შეთანხმებით ჯარიმა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუწერა,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ტროტუარზე ავტომობილის პარკირებისათვის ქუთაისში ორი მოქალაქე 500-500 ლარით დაჯარიმდა.
როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, კონტროლი საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვაზე კიდევ უფრო გააქტიურდება.