ქუთაისის მერიაში შტატების ცვლილება იგეგმება.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, სოციალური და საფინანსო სამსახურების უფროსების მოადგილეების შტატები, რომლებიც ამჟამად ვაკანტურია, გაუქმდება.
“სოციალური და საფინანსო სამსახურების უფროსის მოადგილის შტატი, რომელიც არის თავისუფალი, გაუქმდება და დაემატება ზედამხედველობის სამსახურს. 1600 ლარია სამსახურის მოადგილის ხელფასი და შესაბამისად, 3200 ლარის ფარგლებში, სპეციალისტები დაემატებიან ზედამხედველობის სამსახურს,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური დადგენილი წესით ახორციელებს ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის გარე იერსახის, გარე რეკლამის, გარე ვაჭრობისა და სხვ. ნორმების დაცვაზე.