“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები” ქუთაისლებს
31 მარტს, 15 საათზე საკუთარ ინიციატივას კიდევ ერთხელ გააცნობენ. ინიციატივა პენსიის 400 ლარამდე გაზრდას გულისხმობს და დაარიგებენ შესაბამის საინფორმაციო ბუკლეტებს.
პარტიის წარომადგენლები ცენტრალური ბაზრის (ე.წ. მწვანე ბაზრის)მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო ბუკეტებს მოსახლეობას დაურიგებენ.
მოსახლეობის ნაწილს პარტიის წევრებმა ახალი ინიციატივა გასულ კვირას გააცნეს. ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად პენსიის 400 ლარამდე გაზრდის შესახებ მოსახლეობას პარლამენტარი რომან გოცირიძე შეხვდა.