ქუთაისის მერიის ინფორმაციით,
გამწვანების აქციის ” ქუთაისი მწვანე ქალაქი”-ს ფარგლებში, თვითმმართველობა 50 000 ლარის ღირებულების ვარდის ნერგების შეძენას გეგმავს, რომელიც ქალაქში მაისის თვეში დაირგვება.
“დავიწყეთ მასშტაბური გამწვანების აქცია, რომელშიც ახალგაზრდები და მოქალაქეები ჩაერთვებიან. ასევე, ყველა დაწესებულებასა და ობიექტს ვთავაზობთ თავისი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქალაქის გამწვანებაში. რეკრეაციული ზონების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ პრინციპულად ვუდგებით ამ საკითხს. ქალაქში არ გაიჩეხება ხეები და არ გასხვისდება სკვერები,”- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
აქციის ფარგლებში, წიწვოვანი ხეები პირველად მუხნარის დასახლებაში უკვე დაირგო.