ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-6 სხდომა წუთიერი
დუმილით გაიხსნა. დეპუტატემა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნსას მიაგეს პატივი.
არჩილ ტატუნაშვილი და მისი 2 მეგობრი საოკუპაციო რეჟიმმა 22 თებერვალს დააკავა. 23 თებერვალს კი ყოფილი ქართველი სამხედროს გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცნობა. 26-დღიანი ლოდინის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, მოკლულის ცხედარი ოჯახს 20 მარტს დაუბრუნდა.
ქუთაისის საკრებულო დღეს 9 საკითხს განიხილავს. მათ შორის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.