სამართლიანმა არჩევნებმა 2017 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეისწავლა ქალთა წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში. კვლევის მიხედვით, საკრებულოებში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი ქალი ხარაგაულის საკრებულოშია წარმოდგენილი.
საერთო რაოდენობა 28, 6 პროცენტს შეადგენს, შემდეგ მოდის წალენჯიხა 26.7პროცენტით, ხონი – 25.0პროცენტი, სენაკი – 24.2 პროცენტი, ცაგერი -22 პროცენტი, ონი -21.2 პროცენტი, დუშეთი -20.6პროცენტი, ამბროლაური – 20.6 პროცენტი, ქუთაისი – 20.0 პროცენტი, თბილისი – 20.0 პროცენტი, ხაშური – 19.4%პროცენტი.
საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი შემდეგ მუნიციპალიტეტებშია:
ნინოწმინდა – 7.7 პროცენტი, დედოფლისწყარო – 7.1 პროცენტი, მესტია 6,5 პროცენტი, წალკა – 4,4 პროცენტი, გარდაბანი 5,6 პროცენტი, ქედა – 4,2 პროცენტი, ხულო- 3,6 პროცენტი, აბაშა – 3,1 პროცენტი.
კვლევის სრული ვერსია – http://www.isfed.ge/main/1358/geo/