პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტის მიღებას ემხრობა.

მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება,

- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

 

მთავრობის მეთაურის აზრით, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილი და თანასწორი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

„გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებაცაა. „საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტირების ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მსჯელობს, ვფიქრობ, ქალთა ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პოლიტიკურ პროცესებს და გაზრდის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს”, - აცხადებს პრემიერი.

| Print |