2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო
რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობა შემცირებულია. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” კვლევიდან ვგებულობთ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელს 1 363 948.61 ლარი (პრემია – 395 437 ლარი, სახელფასო დანამატი კი – 968 511.61 ლარი), 2017 წელს კი გაცემული პრემიისა და დანამატის ოდენობამ ჯამში 1 087 928 ლარი შეადგინა (პრემია – 255 357 ლარი, დანამატი – 832 570.7 ლარი), რაც 276 020.61 ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე
2017 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 53 050 ლარის ოდენობით კახეთის ადმინისტრაციაში გაიცა. ორგანიზააცის კვლევის მიხედვით, იმ გუბერნატორების ჩამონათვალში, რომელებმაც გასულ წელს პრემია აიღეს იმერეთის გუბერნატორი არ არის.
“პრემია მხოლოდ შემდეგმა გუბერნატორებმა აიღეს: გრიგოლ ნემსაძე – ქვემო ქართლის გუბერნატორი (2 065 ლარი); მერაბ ჭანუყვაძე – გურიის გუბერნატორი (2 950 ლარი); ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთის გუბერნატორი (2 950 ლარი); კახა სამხარაძე – შიდა ქართლის გუბერნატორი (2 950 ლარი), აკაკი მაჭუტაძე – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი (2 950 ლარი).”- წერია კვლევაში.
სამაგიეროდ, ყველა გუბერნატორმა და მათ შორის იმერეთის გუბერნატორმა, შრომის ანაზღაურების ოდენა სახელფასო დანამატი ყოველთვიურად აიღო. გივი ჭიჭინაძის სახელზე გაცემულმა დანამატმა 2017 წელს 130 ათას 557 ლარი შეადგინა.
პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით გუბერნატორებს ხელფასი გაუორგამგდათ.ისინი ყოველთვიურად იმ რაოდენობის ხელფასს მიიღებენ, რასაც ისინი წინა წლებში ხელფასის, პრემიის და დანამატის ჯამის სახით იღებდნენ. ჯამში ეს თანხა 5900 ლარს შეადგენს. თუმცა, მათ აღარ ექნებათ პრემიის და დანამტის მიღების საშუალება.