ქუთაისის მერიის მიერ შექმნილმა ახალმა ა(ა)იპმა

დაკისრებული მოვალეობის შესრულება უკვე დაიწყო.

ამ ეტაპზე ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისმა” ბეტონის ბორდიურები მოაწესრიგა და ახალგაზრდობის გამზირზე შეღებვითი სამუშაოები ჩაატარა.

ა(ა)იპის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეც განხორციელდება.

,,ქუთგანათების სერვისი” ქუთაისის მერიამ 2018 წელს შექმნა, რომლის ბიუჯეტიც 3 463 000 ლარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *