ჭიათურაში ხანძრის ლოკალიზებისათვის
მეხანძრე-მაშველებს სამი საათი დასჭირდათ.
ხანძრის ჩასაქრობად ჭიათურისა და საჩხერის სამაშველო სამსახურები ერთობლივად მუშაობდნენ.
მუნიციპალიტეტში, აბაშიძის 16 ნომერში, 5-სართულიან კორპუსში ხანძარი 8 თებერვალს გაჩნდა.
მერიის ინფორმაციით, მაშველებმა კორპუსში მყოფი ყველა მცხოვრების უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს. მათივე განმარტებით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მცირე დაზიანებები მიიღეს.
ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ხანძრის დროს დაზარალებულებს დროებით საცხოვრებელში გადაყვანა შესთავაზა.