ქუთაისის მერიამ კომუნალური ხარჯების
დასაფარად 190, 9 ათასი ლარი გადაიხადა.
მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად 106,0 ათასი ლარი გამოიყო, ბუნებრივი და თხევადი აირის გადასახადისათვის მერიას 57,3 ათასი ლარი დასჭირდა, ხოლო ინტერნეტით სარგებლობისათვის გადასახდელმა თანხამ 27,4 ათასი ლარი შეადგინა.
აღნიშნული თანხებით ქუთაისის მერიამ 2017 წლის კომუნალური ხარჯები დაფარა.