ვანის ბიუჯეტი 13 მილიონ 558 ათასი
ლარითაა განსაზღვრული. ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიოროტეტულ მიმართულებას სოციალური სფერო წარმოადგენს. სოციალური დაცვის პროგრამა სულ 14 ქვეპროგრამისგან შედგება. ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ივანიაძის თქმით, გაზრდილია მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვის ბიუჯეტი, რომლისთვისაც 30 ათასი ლარია განკუთვნილი.
“აგრეთვე არის ოჯახებისა და ბავშვების სოციალურად დაცვის პროგრამა, რომლისთვისაც ჯამში 120 ათასი ლარია გამოყოფილი. შესაბამისად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქალთა მიგრაციული პროცესი შეჩერდეს”, – განაცხადა რადიო “ძველი ქალაქის” ერთერში გიორგი ივანიაძემ.