ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის
სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა სამუშაო გამოცდილებისა და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა.
“სამუშაო გამოცდილება მაქვს როგორც საბანკო, ასევე სახელმწიფო სექტორში. ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული მაქვს გარკვეული მოსაზრებები და მიმართულებები. ვფიქრობ, რომ გამოცხადებული ნდობის გამართლებას შევძლებ. ასევე, სამსახურის სწორ მართვას ისე, როგორც შეესაბამება ქუთაისსა და ქუთაისის ეკონომიკურ მდგომარეობას,”-განაცხადა გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერიის 5 სამსახურის ახალი უფროსები დღეს წარადგინა.