ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერიის სახელფასო ფონდის ზრდა შეაფასა.
“მერიის თანამშრომლების ხელფასების ზრდა აუცილებელია, რადგან მათ უფრო მეტად იზრუნოს ჩვენი ქალაქის განვითარებაზე,”-განაცხადა ჭიღვარიამ.
ჭიღვარიას განმარტებით, მერის ხელფასი უცვლელი დარჩება და მხოლოდ თანამშრომელთა ანაზღაურება გაიზრდება.
მერიის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სახელფასო ფონდის ზრდა მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლების შტატში გადაყვანამ გამოიწვია, რომლის ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობას კანონის თანახმად ჰქონდა.