ქუთაისის მერია ახალ ააიპს ქმნის.
“ქუთგანათების სერვისის” დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის მერიამ მიიღო, რომელსაც საკრებულომ მხარი დაუჭირა.
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის ოთარ ლორთქიფანიძის განმარტებით, ახალი ააიპი ქალაქის განათებას მოემსახურება.
“წლების განმავლობაში ქალაქი აცხადებდა ტენდერს განათებებისათვის. ჩვენი გუნდის ეკონომისტების მიერ დათვლილია ყველა ხარჯი და ახალი ააიპი ნახევარი მილიონის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს,”-განაცხადა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.