ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმეტის მოცულობა 54 მილიონი ლარია.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტი მიღებამდე საკმარისად განიხილეს როგორც კომისიებში ასევე მოსახლეობასთან და არასამთავრობო სექტორთან.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი ქუთაისელი მოსახლეობის ინტერესებს არ ასახავს.
2018 წელს პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა: ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, განათლება და ეკონომიკის ხელშეწყობა.
ბიუჯეტის დამტკიცებას არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები,
ფინანსურ დოკუმენტს მხარი არც “ევროპულმა საქართველომ” დაუჭირა.