ქუთაისის საკრებულოს სხდომა 15 საათზეა ჩანიშნული.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას შეძლებენ, თუმცა განსხვავებულია ოპოზიციის აზრი. გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ ქონების მართვისა და ეკონომიკის კომისიების გაერთიანებული სხდომის გადატანაც მოითხოვა. თუმცა, მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომა დატოვეს. 2018 წლის ბიჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ “ევროპულ საქართველოში”.
შეძლებენ თუ არა დღეს დეპუატატები ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას სხდომის დასრულებისას გახდება ცნობილი.