ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ესპლუატაიისათვის 12 მილიონ 731 ათას 100 ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა ასე ნაწილდება:
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროგრამისათვის გამოყოფილია 3 მილიონ 864 ათასი ლარი,
გზებისა და ტროტუარების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-პატრონობისთვის – 1 მილიონ 221 ათას 800 ლარი,
ცენტრალური გზებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობისათვის – 20 ათას 500,
საკანალიზაციო სისტემების, ღვარსადენების, წყლის სისტემის მოწყობა რეაბილიტაციისათვის – 426 ათას 800 ლარი,
სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის – 250 ათასი ლარი,
პროგრამისათვის “კორპუსი” – 973 ათას 700 ლარი,
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციის პროგრამისათვის – 285 ათასი ლარი,
საახალწლოდ ქალაქის გაფორმების პროგრამისათვის – 300 ათასი ლარი.