ქუთაისში ხუთსართულიანი კორპუსის საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, შემთხვევის შედეგად ასაკოვანი ქალბატონი დაშავდა, რომელმაც, მათივე თქმით, ხელების დამწვრობა მიიღო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ასაკოვანი ქალბატონი მსუბუქად დაშავდა და სტაციონარშია გაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.