ზესტაფონის მერიის ყოფილი თანამშრომლები
მაჟორიტარ დეპუტატს საკუთარი ნათესავების დასაქმებაში ადანაშაულებენ. ზესტაფონის მერიის 25 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. სამსახურიდან გათავისუფლევბულები ამბობენ, რომ მათ გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და შტატიანი თანამშრომლები იყვნენ, თუმცა შემდეგ ჯერ ხელშეკრულებები გაუფორმეს და მერე სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
“შევხვდით საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, მერის მოადგილეს და არ ვარ მაგ საქმეში ჩახდულიო. ჩვენ გავლილი გვაქვს სერთიფიცირება. 3 წელი ვმუშაობდით, გადაგვიყვანეს ხელშეკრულებაზე და ამის შემდეგ აღმოვჩნდით ქუჩაში”, – ამბობს მერიის უყკვე ყოფილი თანამშრომელი ელზა ნებიერიძე.
პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ზესტაფონის მერიის ყოფილი თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.