ქუთაისში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის
მოადგილედ ელეონორა არჩაია აირჩიეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძე უძღვებოდა.
გასულ თვეში საუბარი იყო საკრებულოებში ახალი თანამდებობის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტის შექმნაზე, რომელიც ანაზღაურებადი უნდა ყოფილიყო. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექში” ცვლილებები პარლამენტის წევრებმა – გრიგოლ ლილუაშვილმა, ოთარ დანელიამ და დავით სონღულაშვილმა მოამზადეს, თუმცა ცვლილებები არ დამტკიცდა.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ქუთაისში, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს სამი მოადგილის ყოლის უფლება ექნებოდა.